ემანუელ მაკრონი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს და 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციების მასშტაბის არასწორ პროგნოზირებაზე განმარტებას ითხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს.
ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონმა ყველა სადაზვერვო სამსახური დაიბარა და 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციების მასშტაბის არასწორი პროგნოზირების გამო მათგან განამარტება მოითხოვა.
ამასთან, შეხვედრის დროს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი მასობრივი საპროტესტო აქციების განახლების წინ უსაფრთხოების გეგმას წარდგენს. აქციების განახლება 24 ოქტომბრიდან არის მოსალოდნელი.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრასაც გეგმავს.
ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ შეხვედრას არ დაესწრებიან.