ემანუელ მაკრონი – დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინასთან შეიძლება

18:56, 13.08.2025

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასთან შეიძლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული ვირტუალური სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ემანუელ მაკრონი აცხადებს, დონალდ ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთის საუბარი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ევროპასაც მოუსმინონ.

ცნობისთვის, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით ვირტუალური სამიტი გაიმართა.

მსგავსი