ემანუელ მაკრონი - დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ
ემანუელ მაკრონი - დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ

დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბიარიცში მიმდინარე სამიტზე გააკეთა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ამაზონის რეგიონი დედამიწის ფილტვებია, რომლის ბედიც ყველას უნდა ადარდებდეს.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, გამოყოფილი თანხით იგეგმება სპეციალური ავიატექნიკის შესყიდვა, რაც ბრაზილიის მთავრობას ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმარება. ასევე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიმუშავებენ გრძელვადიან სტრატეგიას, რაც ამაზონის რეგიონში ხანძრების პრევენციას და ამაზონის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად.