ემანუელ მაკრონი - „დიდი შვიდეულის“ ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
ემანუელ მაკრონი - „დიდი შვიდეულის“ ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

„დიდი შვიდეულის“ ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვმა უარყო აშშ-ისა და ევროპის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების დაწყების წინადადებები, რაც, მისი თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან მშვიდობის მიღწევის „ნამდვილი სურვილი“ არ ჩანს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა, ისევე როგორც ყველა ჩვენგანმა, უბრალოდ აღიარა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან მშვიდობის საკითხებზე საუბრისთვის რეალური მზადყოფნა არ არსებობს“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიდგომა უკრაინის საკითხის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა გააცნობიერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ეტაპზე მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის.