ემანუელ მაკრონი – დღეს ყველა ჩვენგანის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული
French President Emmanuel Macron looks on during a joint press conference with Jordan's King Abdullah II following a meeting at the Elysee Palace in Paris on June 19, 2017. / AFP PHOTO / POOL / GONZALO FUENTES (Photo credit should read GONZALO FUENTES/AFP/Getty Images)
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ცეცხლის ალშია გახვეული, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„ნოტრ დამის ტაძარი იწვის. ეს ძალიან ემოციურია მთელი ერისთვის. იფიქრეთ კათოლიკეებზე და ყველა ფრანგზე. როგორც ყველა ფრანგი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ალშია გახვეული“, – წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.