ემანუელ მაკრონი - დასანანია, რომ ბელგიამ ევროპულის ნაცვლად, ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა გადაწყვიტა
ბელგიის მიერ აშშ-ისგან F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვა ევროპული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, დასანანია, რომ ბელგიამ ევროპული Eurofighter Typhoon-ის ნაცვლად, ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა გადაწყვიტა.
„ეს გადაწყვეტილება პროცესის შედეგია, რომელსაც მე პატივს ვცემ, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ევროპული ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგა, ანდრეი კისკასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბელგია ოთხი მილიარდი ევროს ღირებულების ავიაგამანადგურებლების შეძენას გეგმავს.