ემანუელ მაკრონი – ბუჩადან ჩვენამდე მოღწეული სურათები აუტანელია, რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის
რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ ინფორმაციას.
მაკრონი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
„ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩებში ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. თანაგრძნობას გამოვხატავ მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“, – წერს მაკრონი.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
Les images qui nous parviennent de Boutcha, ville libérée près de Kiev, sont insoutenables. Dans les rues, des centaines de civils lâchement assassinés. Ma compassion pour les victimes, ma solidarité avec les Ukrainiens. Les autorités russes devront répondre de ces crimes.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) April 3, 2022