ემანუელ მაკრონი – საერთო ევროპულ ბაზარსა და ირლანდიის საზღვარზე ბრიტანეთის წინადადება მიუღებელია

19:06, 20.09.2018

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთის წინადადება საერთო ევროპულ ბაზარსა და ირლანდიის საზღვარზე მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ზალცბურგში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.

„სრულიად ნათელია, რომ ბრიტანეთის წინადადება მიუღებელია. განსაკუთრებით ეკონომიკის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავიცვათ საერთო ბაზარი და ირლანდიის საზღვრის საკითხი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საერთო ევროპულ ბაზარსა და ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით, ლონდონისგან ახალ წინადადებებს ოქტომბერში ელოდება.

მსგავსი