ემანუელ მაკრონი ბორის ჯონსონს 22 აგვისტოს ბრექსიტზე სასაუბროდ შეხვდება
ემანუელ მაკრონი ბორის ჯონსონს 22 აგვისტოს ბრექსიტზე სასაუბროდ შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს 22 აგვისტოს ბრექსიტზე სასაუბროდ შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ელისეის სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი შეხვედრაზე ასევე ირანისა და სირიის კრიზისებს განიხილავენ.

ელისეის სასახლეში სამუშაო სადილის შემდეგ ემანუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი მედიის წინაშე კომენტარებს გააკეთებენ.

მანამდე, 21 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.