ემანუელ მაკრონი - აუცილებელია ახალი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას რეგიონში, მაგრამ ახალი დებულებები ვერ შეიქმნება ფუნდამენტური პრინციპების გადახედვით
ემანუელ მაკრონი - აუცილებელია ახალი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას რეგიონში, მაგრამ ახალი დებულებები ვერ შეიქმნება ფუნდამენტური პრინციპების გადახედვით

აუცილებელია, შეიქმნას ახალი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას რეგიონში, მაგრამ ეს ახალი დებულებები ვერ აშენდება ბოლო 30 წლის ხელშეკრულებებისა და ფუნდამენტური პრინციპების გადახედვით, ან ფუნდამენტური ევროპული უფლებების შეზღუდვით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ნება, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა გარანტირებული იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპაში. არ ვფიქრობ, რომ ახალი პირობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს შეთანხმებების, ან ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების ნაწილობრივი გადახედვით, ან ევროპული სახელმწიფოების უფლებების დარღვევით“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას მოითხოვს, რომ წარსული შეცდომები თავიდან იქნას აცილებული.