ემანუელ მაკრონი – არის დიდი გამოწვევები, რომლებსაც საფრანგეთი და თურქეთი ერთად გადალახავენ, გავაგრძელებთ წინსვლას პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, რომელსაც ვულოცავ ხელახლა არჩევას
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მიულოცა.
„არის დიდი გამოწვევები, რომლებსაც საფრანგეთი და თურქეთი ერთად გადალახავენ. მშვიდობის დაბრუნება ევროპაში, ჩვენი ევრაზიული ალიანსის მომავალი, ხმელთაშუა ზღვა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, რომელსაც ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას“, – წერს მაკრონი საკუთარ „ტვიტერზე“
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ხმათა 75 პროცენტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 53,41 პროცენტით ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 46,65 აქვს.
Fransa ve Türkiye’nin birlikte üstesinden geleceği büyük sınamalar var. Avrupa’ya barışın geri gelmesi, Avrakdeniz İttifakımızın geleceği, Akdeniz denizi. Yeniden seçilmesi dolayısıyla tebriklerimi ilettiğim Başkan Erdoğan ile birlikte, ilerlemeye devam edeceğiz.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 28, 2023