ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში არსებული ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიების რიტორიკას საზოგადოება სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში არსებული ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიების რიტორიკას საზოგადოება სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში არსებული ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიები გააკრიტიკა. ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა.

მაკრონის თქმით, ამ პარტიების რიტორიკა საზოგადოებაში განხეთქილების გაღრმავების საფრთხეს ქმნის, რამაც შესაძლოა, სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ულტრამემარჯვენეების მიერ რელიგიასა და ეთნიკურობაზე აქცენტი ქმნის სწორედ განხეთქილებას ხალხში, რაც, მაკრონის აზრით, სახიფათოა.

რაც შეეხება ულტრამემარცხენეებს, საფრანგეთის ლიდერი ამბობს, რომ ისინი ხალხს კომუნიტარიზმის ფორმას სთავაზობენ, რომლის უკანაც ასევე არის სამოქალაქო ომი.

„გამოსავალი არასდროს არის სხვის უარყოფაში“, – აღნიშნა მაკრონმა.