ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ დარღვევას. დღეს დილით საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსეთიდან მომავალი ნავთობტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა და ეჭვობდნენ, რომ ყალბი დროშით დაცურავდა.
ოპერაცია ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის წყლებში, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის დახმარებით. ეს განხორციელდა გაერო-ს საზღვაო სამართლის კონვენციის მკაცრი დაცვით. სასამართლო გამოძიება დაიწყო. გემი სხვა მიმართულებით გადაიყვანეს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტურობა. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაფინანსებას“, – წერს მაკრონი.
We will not tolerate any violation.
This morning, the French Navy boarded an oil tanker coming from Russia, subject to international sanctions and suspected of flying a false flag.
The operation was conducted on the high seas in the Mediterranean,… pic.twitter.com/zhXVdzPx1r
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 22, 2026