ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი დააკავეს – „სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა მიუღებელია“
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა 31 მაისს ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი Tagor-ი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაკრონი წერს, ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, საერთაშორისო წყლებში რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ოპერაცია საზღვაო კანონმდებლობის მკაცრი დაცვით ჩატარდა.
„მიუღებელია გემების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ომის დაფინანსება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ოთხ წელზე მეტია, აწარმოებს. გემები, რომლებიც არ იცავენ საზღვაო ნავიგაციის ყველაზე ძირითად წესებს, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოს და ყველას უსაფრთხოებას“, – წერს მაკრონი.
La Marine nationale a arraisonné hier matin un nouveau pétrolier sous sanctions internationales en provenance de Russie : le Tagor. Notre détermination est constante et totale.
Cette intervention a été effectuée en Atlantique, en haute mer,… pic.twitter.com/zxEslYjbUE
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 1, 2026