ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარლამენტმა სებასტიან ლეკორნუს მთავრობას უნდობლობას თუ გამოუცხადებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარლამენტმა სებასტიან ლეკორნუს მთავრობას უნდობლობას თუ გამოუცხადებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარლამენტი მის მიერ პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ დანიშნულ სებასტიან ლეკორნუს მთავრობას უნდობლობას თუ გამოუცხადებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესმდივანმა, მოდ ბრეჟონმა განაცხადა.

მაკრონის სიტყვების ციტირებისას ბრეჟონმა თქვა, რომ „სებასტიან ლეკორნუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება წარმოადგენს პარლამენტის დაშლის წინაპირობას და ასეთად უნდა განიხილებოდეს“.

მისივე თქმით, საფრანგეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დაყენებულია როგორც ულტრამემარცხენეების, ისე ულტრამემარჯვენეების მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ „ზოგიერთს არ სურს დისკუსია“.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ 16 ოქტომბერს აპირებს სებასტიან ლეკორნუს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას. ლეკორნუს კაბინეტს გადაყენებით ემუქრებიან ულტრამემარცხენე სოციალისტებიც.