ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება რუსეთისთვის „ცინიკური და კონტრპროდუქტიული“ იქნება
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება რუსეთისთვის „ცინიკური და კონტრპროდუქტიული“ იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად თავდასხმის ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაციისგან“, – აღნიშნა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, როგორც მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა რუს ხალხს და დასძინა, რომ საფრანგეთმა შესთავაზა მოსკოვს დახმარება სადაზვერვო მიმართულებით.

როგორც მაკრონი განმარტავს, საფრანგეთი, მთავარ პარტნიორებთან ერთად, მიიჩნევს, რომ თავდასხმა დაგეგმილი და განხორციელებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამავე ორგანიზაციას ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთის მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.