ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს მასთან, ვინც აშშ-ის არჩევნებს მოიგებს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს მასთან, ვინც აშშ-ის არჩევნებს მოიგებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს მასთან, ვინც აშშ-ის არჩევნებს მოიგებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს განცხადება მაკრონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში რესპუბლიკური პარტიის ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა.

„მე ყოველთვის ერთი და იგივე ფილოსოფია მქონდა – ვიღებ ლიდერებს, რომლებსაც ხალხი მაძლევს. ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ეს არის დემოკრატია, რომელიც განიცდის კრიზისს, რომელშიც ის თავად არის პირველი პრიორიტეტი და მეორე პრიორიტეტს წარმოადგენს ჩინეთის ძალა. ჩვენ, ყველა ევროპელს, უნდა გვესმოდეს ეს“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.