ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ინდოეთთან თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის - „ჩვენ არ ვიქნებით პასიურები ჰეგემონიის წინაშე და არ ვიტყვით უარს თანამშრომლობაზე“
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა. როგორც აღინიშნა, ლიდერები პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ემანუელ მაკრონმა ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ინდოეთ-საფრანგეთის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის.
„ჩვენ არ ვიქნებით პასიურები ჰეგემონიის წინაშე და არ ვიტყვით უარს თანამშრომლობაზე, როგორც ზოგიერთი მოიქცა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი, შესაძლოა, ზედმეტად მკაცრია ინდოელი სტუდენტებისთვის ვიზების გაცემის საკითხში და პირობა დადო, რომ პროცესს გაამარტივებს.
თავის მხრივ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ „ინდოეთ-საფრანგეთის პარტნიორობა საზღვრებს არ ცნობს – ის ოკეანის სიღრმიდან მთის მწვერვალამდე აღწევს“.