ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირმა და ბრიტანეთმა შეთანხმებას შესაძლოა, უახლოეს საათებში მიაღწიონ
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირმა და ბრიტანეთმა შეთანხმებას შესაძლოა, უახლოეს საათებში მიაღწიონ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმება შესაძლოა, უახლოეს საათებში იქნას მიღწეული. ამის შესახებ მან საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცება შესაძლებელი იქნება 18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბრექსიტთან დაკავშირებული სიახლეები შესაძლოა, უარესიც ყოფილიყო.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გეგმის მიხედვით გასვლას. ასევე, ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ამ საკითხით შებოჭილები არ ვიქნებით, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის დარჩენილი 27 წევრის მომავალზე. მჯერა, დღევანდელმა გერმანულ-ფრანგულმა საბჭომ აჩვენა, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ბრიუსელში სურთ, რომ შეთანხმება ევროკავშირის სამიტამდე იქნას მიღწეული, რომელიც ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი