ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აპირებს, ჩინეთს დახმარება სთხოვოს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში „ოლიმპიური ზავის“ მისაღწევად
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აპირებს, ჩინეთს დახმარება სთხოვოს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში „ოლიმპიური ზავის“ მისაღწევად

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მუშაობს პარიზის ოლიმპიადის დროს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში, მათ შორის, უკრაინაში ზავის მისაღწევად. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონის განცხადებით, მას ამ საკითხში ჩინეთის დახმარების იმედი აქვს. მაკრონის თქმით, ის დახმარებას სთხოვს ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, რომელიც რამდენიმე კვირაში პარიზში გეგმავს ვიზიტს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, 2024 წლის ოლიმპიური თამაშები დიპლომატიური მშვიდობის მომენტი უნდა გახდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ „ოლიმპიურ ზავში“ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და სუდანში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.