ემანეულ მაკრონი - თურქეთი ებრძვის მათ, ვინც ჩვენს მხარდამხარ იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ
ემანეულ მაკრონი - თურქეთი ებრძვის მათ, ვინც ჩვენს მხარდამხარ იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანეულ მაკრონი თურქეთს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სატელიტებთან კავშირში ადანაშაულებს.

„დღეს ჩვენი საერთო მტერი ტერორისტული დაჯგუფებებია. ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტერორიზმის ერთი და იგივე განმარტება. როდესაც ვუყურებ თურქეთს, ის იმათ ებრძვის, ვინც ჩვენს მხარდამხარ იბრძოდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა ასევე თურქეთი რუსეთისგან „ეს-400“-ის სისტემების შეძენის გამო გააკრიტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს სისტემები ნატო-სთან შეუთავსებელია და თურქეთმა, თუ მას მოკავშირეობა სურს, ეს საკითხი უნდა გადაჭრას.