Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა ირაკლი კობახიძეს ვახშამზე უმასპინძლა

00:12, 12.02.2025

Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვახშამზე უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვახშამზე დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.

Emaar ჯგუფი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება კომპანიასთან ირაკლი კობახიძემ 27 იანვარს გააფორმა.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ქალაქ დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე, რომლის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“, სიტყვით გამოვიდა. სამიტს ექვსი ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. მასში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.

ამასთან, მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილე საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა – „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროში ფერებში განათდა.

მსგავსი