ემა რადუკანუ - აშშ-ის ღიას საპრიზო თანხას მშობლებს მივცემ #1TVSPORT
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ემა რადუკანუმ გაამხილა – როგორ დახარჯავს აშშ-ის ღიას მოგებისთვის მიღებულ ჰონორარს, რომელიც ორ მილიონ დოლარს აღემატება.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მშობლებს მივცემ ფულს – უმჯობესია, მათ იფიქრონ ჩემს ნაცვლად. მე ჯერ ერთი ცენტიც არ დამიხარჯავს. ჩოგბურთი ძალიან ძვირი სახეობაა, ასე რომ, ხშირად საპრიზო თანხები ჩემს კარიერას მოხმარდება. მე ფულზე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ დიდი ნაწილი დაიბეგრება.
ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ მომავალში, რომელ ტურნირებზე გამოვალ. ჩემი რეიტინგი შეიცვალა, ასე რომ, ახლა შემიძლია თავად ავირჩიო. გუნდთან ერთად ყველაფერს განვიხილავთ. უკან დარჩა გრძელი და რთული თვეები. უნდა დავისვენო და ძალები აღვიდგინო“, – მოჰყავს რადუკანუს სიტყვები BBC-ის.