ელტონ ჯონის კონცერტის დაწყებამდე, „ბლექ სი არენასთან“ საფრანგეთი-არგენტინის მატჩს დიდ მონიტორებზე უყურებენ [ფოტო]
ელტონ ჯონის კონცერტის დაწყებამდე, „ბლექ სი არენასთან“ საფრანგეთი-არგენტინის მატჩს დიდ მონიტორებზე უყურებენ [ფოტო]

ელტონ ჯონის კონცერტის დაწყებამდე, „ბლექ სი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ დიდი ზომის მონიტორებზე პირველ არხზე საფრანგეთი-არგენტინის მატჩს უყურებენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, უშუალოდ ელტონ ჯონის მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი ზომის ეკრანები დაემონტაჟებინათ.

ამასთან, როგორც ცნობილია, ბრიტანელი ვარსკვლავი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და ის ამ წუთებში მოსასვენებელ ოთახში იმყოფება და პირველ არხზე სწორედ საფრანგეთი-არგენტინის დაძაბულ შეხვედრას ადევნებს თვალს.

კონცერტის ორგანიზატორებმა, ელტონ ჯონის მოთხოვნის საფუძველზე, მოსასვენებელ ოთახში მას დიდი ზომის ტელევიზორი დაახვედრეს.

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციას პირველი არხის ექსკლუზიურად გთავაზობთ.