ელსი ჰესთინგსი – რუსეთმა საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიმართულ მუქარაზე პასუხი უნდა აგოს

20:03, 07.08.2020

ამერიკელი კონგრესმენი ელსი ჰესთინგსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს „ტვიტერის“ საშუალებით ეხმაურება.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააღრმავონ ძალისხმევა, რათა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა დაუყონებლივ აღდგეს.

„ჩვენ ვერ აღვნიშნავთ ამ თარიღს თვითკმაყოფილებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და რუსეთმა პასუხი აგოს მისი მხრიდან საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიმართულ მუქარაზე“, – განაცხადა კონგრესმენმა.

მსგავსი