„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 5 მარტიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 5 მარტიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ

„ელმავალამშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები, ადმინისტრაციისგან სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით, 5 მარტიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ჩაიშალა. „ელმავალმშენებელი“ ქარხნის დირექტორი დავით გორგოძე თანამშრომლებთან შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე ითხოვდა, რაზეც თანამშრომლებმა უარი განაცხადეს. ქარხნის დირექტორი მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორს შეხვდა.

სამინისტროს დანიშნულმა მედიატორის, მარიამ სიგუას განცხადებით, მედიაციის პროცესი დახურულია და ის პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს. მან შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ქარხნის თანამშრომლების განცხადებით, საპროტესტო აქცია 5 მარტს 09:00 საათზე გაიმართება.