ელმარ იმანოვის ფილმი, რომელიც გერმანია-აზერბაიჯანი-საქართველოს კოპროდუქციაა, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოს მფლობელი გახდა

00:30, 05.02.2019

როტერდამის კინოფესტივალზე ელმარ იმანოვის ფილმი – „სეზონის დასასრული“, რომელიც გერმანია-აზერბაიჯანი-საქართველოს კოპროდუქციაა, ფიპრესის (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ფილმი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან „მაისის ფერი“ თანამშრომლობით შეიქმნა და აზერბაიჯანულ ენაზეა გადაღებული.

მსგავსი