ელიზაბეთ რუდი - სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს [ფოტო]
ელიზაბეთ რუდი - სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს [ფოტო]

სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს.

ელიზაბეთ რუდის ჯუთაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა აშშ-ს საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

როშკადან ჯუთასკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი ულამაზეს და მისტიურ აბუდელაურის ტბებს მიუყვება – სწორედ იმ ადგილს, სადაც ლეგენდის თანახმად [ქართული მითოლოგიური გმირი] იახსარი დევს შეებრძოლა – და კვეთს ჭაუხის უღელტეხილს, ჭაუხის მასივის ცაში ატყორცნილ შვიდ მწვერვალთან ერთად. ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს“, – აღნიშნავს ელიზაბეთ რუდი.