ელიზაბეთ რუდი - სიძულვილის ენა წარმოადგენს რთულ გამოწვევას თანამედროვე, დემოკრატიულ საზოგადოებაში
ელიზაბეთ რუდი - სიძულვილის ენა წარმოადგენს რთულ გამოწვევას თანამედროვე, დემოკრატიულ საზოგადოებაში

სიძულვილის ენა წარმოადგენს რთულ გამოწვევას დღეს თანამედროვე, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  განაცხადა, სადაც მიმდინარეობს კონფერენცია „სიძულვილის ენა – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“.

მისივე თქმით, სიძულვილის ენა საზოგადოების წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებს, რაც პრობლემას წარმოადგენს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეხმარებოდა და ეხმარება მას მოქალქეებისთვის კონსტიტუციით დაცული უფლებების რეალიზებაში. მათ შორის არის რა თქმა უნდა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. სიძულვილის ენა წარმოადგენს რთულ გამოწვევას დღეს თანამედროვე, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებს იმის ნაცვლად, რომ ისინი გაერთიანდნენ საერთო გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ეს წარმოადგენს პრობლემას“ , -განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ამასთან, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა იყო საქათველოში საპრეზიდენტო არჩევნების და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები ამ პრობლემის რეგულრებისთვის. დღევანდელი დისკუსია არის მხარდაჭერილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [იუესეიდი] მიერ, რომლის მიზანიც გახლავთ დისკუსიის გამართვა ამ საკითხზე.  დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსჯელობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს პასუხი სიძულვილის ენის მიმართ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს და არ შეიზღუდოს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფელბა, რომელიც გახლავთ საყრდენი და ფუნდამენტი ნებისმიერი დემოკრატიისა და დემოკრატიული საზოგადოებისთვი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.