ელიზაბეთ რუდი - ორმხრივი კომისია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს და იმედი გვაქვს, კარგი შედეგები იქნება
ელიზაბეთ რუდი - ორმხრივი კომისია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს და იმედი გვაქვს, კარგი შედეგები იქნება

ორმხრივი კომისია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს და იმედი გვაქვს, კარგი შედეგები იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

„როგორც ვიცი, ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დგას. ორმხრივი კომისია დემარკაციის საკითხებზე მუშაობს და ისინი მართლაც ძალიან ბევრს შრომობენ ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ იქნება კარგი შედეგები“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.