ელიზაბეთ რუდი - მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმებისთვის დღეს არ მიგვიღწევია, თუმცა კარი ღია დავტოვეთ კონსულტაციებისთვის
ელიზაბეთ რუდი - მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმებისთვის დღეს არ მიგვიღწევია, თუმცა კარი ღია დავტოვეთ კონსულტაციებისთვის

მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმებისთვის დღეს არ მიგვიღწევია, თუმცა დავტოვეთ კარი ღია კონსულტაციებისთვის, რათა სადღესასწაულო დღეებამდე კიდევ ერთხელ მოხერხდეს შეხვედრა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბეთ რუდმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის მესამე რაუნდმა კვლავ კონსტრუქციულ გარემოში.

„ყველა შევთანხმდით, რომ კარგი იქნება, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება საქართველოში, როგორც დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. როგორც მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო, ჩვენ ვისაუბრეთ მაჟორიტარული სისტემიდან მრავალმანდატიანი მაჟორატიარული ოლქების მოდელზე გადასვლის ცნებაზე. ჩვენ ამ თემაზე შეთანხმებისთვის დღეს არ მიგვიღწევია, თუმცა დავტოვეთ კარი ღია კონსულტაციებისთვის, რათა სადღესასწაულო დღეებამდე კიდევ ერთხელ მოხერხდეს შეხვედრა“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდი.