ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები, რადგან საქართველოში მთელი მსოფლიოდან მიესალმებიან ტურისტებს და აქ ისინი უსაფრთხოდ არიან
ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები, რადგან საქართველოში მთელი მსოფლიოდან მიესალმებიან ტურისტებს და აქ ისინი უსაფრთხოდ არიან

აშშ შეშფოთებით უყურებდა იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა და დუმის წევრები განიხილავდნენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

თუმცა მისი თქმით, ახლა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მზადყოფნა.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში, რადგან აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტებს მიესალმებიან და ისინი უსაფრთხოდ არიან.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.