ელიზაბეთ რუდი - მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება კანონის უზენაესობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დაბალანსებულად მოხდეს
ელიზაბეთ რუდი - მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება კანონის უზენაესობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დაბალანსებულად მოხდეს

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება, კანონის უზენაესობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დაბალანსებულად მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებული ვართ და ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ დღის მოვლენების გამოძიება მოხდეს კანონის უზენაესობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დაბალანსებულად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდი დღეს მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. დღეს 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, რომლებიც მოხალისეთა მეცხრამეტე ჯგუფს წარმოადგენენ.