ელიზაბეთ რუდი - მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული გარემო დემოკრატიის გასაძლიერებლად
ელიზაბეთ რუდი - მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული გარემო დემოკრატიის გასაძლიერებლად

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კონსტრუქციული გარემოს შესაქმნელად უნდა იმოქმედოს.

ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან განაცხადა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„მე ნამდვილად არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ ე.წ. შავი სიის შესახებ დეტალურად გიპასუხოთ, თუმცა გეტყვით, რომ რადგანაც ქვეყანა იმყოფება საარჩევნო წელში, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული და თანამშრომლობითი გარემო დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.