ელიზაბეთ რუდი - აშშ ევროკავშირთან ერთად გაერთიანდა, რათა დაეხმაროს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, დაიწყოს ნდობის აღდგენის პროცესი
ელიზაბეთ რუდი - აშშ ევროკავშირთან ერთად გაერთიანდა, რათა დაეხმაროს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, დაიწყოს ნდობის აღდგენის პროცესი

აშშ ევროკავშირთან ერთად გაერთიანდა, რათ დაეხმაროს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, დაიწყოს ნდობის აღდგენის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

როგორც ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხის ჩავარდნამ გამოიწვია უკმაყოფილება და შეიქმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ქართულმა საზოგადოებამაც მოიწონეს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 14 ნოემბერს ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა პარლამენტში, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება, ნდობის დაზიანება და შექმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია. გასულ შაბათს დაიწყო დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, სადაც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ე.წ. გერმანულიც. მთავარი მიზანია, რომ ამ დიალოგის შედეგად მოხდეს ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იყოს მხარეების სურვილი“, – განაცხადა რუდმა.