ელიზაბეთ რუდი - 20 ივნისს მე პირადად აშშ-ში ვიყავი, ჩემი შვილის ქორწილში
ელიზაბეთ რუდი - 20 ივნისს მე პირადად აშშ-ში ვიყავი, ჩემი შვილის ქორწილში

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ 20 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისი შვილის ქორწილში იყო.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელს 20 ივნისის ღამეს საქართველოს პარლამენტში ელჩების ყოფნის შესახებ  კითხეს.

„მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო პარლამენტში ამ დღეს. მე პირადად აშშ-ში ვიყავი, ჩემი შვილის ქორწილში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ამასთან, მისი თქმით, 20 ივნისს მოვლენები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას.

„როგორც აქამდეც ვთქვით, 20 ივნისს მომხდარი მოვლენები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას ძალის გამოყენების, ასევე დემონსტრანტების ნაწილის მხრიდან ძალადობის კუთხით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს გამოძიება, როგორც ჩანს მიმდინარეობს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტიდან ხედავდა 20 ივნისის ღამეს ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს და აღნიშნა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ელჩიც იყო.