ელიზაბედ მეორემ ლიზ ტრასს მთავრობის ფორმირება დაავალა
ელიზაბედ მეორემ ლიზ ტრასს მთავრობის ფორმირება დაავალა

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, ქვეყნის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ მთავრობის ფორმირება ლიზ ტრასს დაავალა.

ბრიტანეთის მონარქი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში შეხვდა.

ლიზ ტრასი ამის შემდეგ ლონდონში დაბრუნდება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოსახლეობას მიმართავს.

ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მთავრობის წევრებს დღესვე შეარჩევს. მანამდე, ბალმორალის ციხესიმაგრეში ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის დედოფალს გადადგომის წინადადებით მიმართა.