ელიზაბეთ ბორნი - საფრანგეთს სურს, რომ უკრაინაში ომის საფასური რუსეთისთვის გაუსაძლისი იყოს
ელიზაბეთ ბორნი - საფრანგეთს სურს, რომ უკრაინაში ომის საფასური რუსეთისთვის გაუსაძლისი იყოს

საფრანგეთს სურს, რომ ამ ომის საფასური რუსეთისთვის გაუსაძლისი იყოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა ​ქვედა პალატისთვის მიმართვისას განაცხადა.

ბორნის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა უკანონობისა და ესკალაციის მხრივ.

„ომი უკრაინაში გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა გვავალდებულებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ელიზაბეთ ბორნის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და ფაქტები სახეზეა იმით, რომ „რუსეთის ეკონომიკა იგუდება“.

ამასთან, პრემიერის თქმით, საფრანგეთის მიზანი ამ კონფლიქტში დემილიტარიზაციაა და ასევე ის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები იყო დოკუმენტირებული და მართლმსაჯულებისთვის გადაცემული.