ელისო კილაძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა
ელისო კილაძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

როგორც ელისო კილაძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის წარმომადგენლები აპირებენ, ზაზა სარალიძისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებას.

„ამ წუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ ვუხმობთ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემოუერთდეს შვილმკვდარი მამების აქციას და აქცია დღეიდან იქნება სწორედ პოლიტიკური. აღარ დარჩება ხელისუფლებას სპეკულაციის საგანი. დღეს 21:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ ველოდებით ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და მხარდამჭერს, რათა ეს აქცია გახდეს პოლიტიკური. დღეს არ არის გაყოფის დრო”, – განაცხდა ელისო კილაძემ.