ელისო კილაძე - სირცხვილია, დადუნაშვილის მშობლები სუსმა მოიყვანა
ელისო კილაძე - სირცხვილია, დადუნაშვილის მშობლები სუსმა მოიყვანა

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მშობლები პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიყვანა.

„სირცხვილია – დადუნაშვილის მშობლები სუსმა მოიყვანა“, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ელისო კილაძე და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციაზე, საღამოს ლევან დადუნაშვილის მშობლები მივიდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით დადუნაშვილის მამამ მიმართა და აღნიშნა, რომ მას არ უნდა რევოლუცია, არამედ სურს მისი შვილის მკვლელის ბოლომდე დასჯა.