ელისო ბოლქვაძემ აჭარაში სახელოვნებო განათლების მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილა
ელისო ბოლქვაძემ აჭარაში სახელოვნებო განათლების მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს და მინისტრის მოადგილეს, აკაკი ძნელაძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში სახელოვნებო განათლების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს, ასევე სახელოვნებო სფეროში პოსტპანდემიური რეგულაციების დროს ფესტივალების, თავისუფალი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების თაობაზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის მნიშვნელობაზე, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კულტურის სხვადასხვა მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე. განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 23-31 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.