ელისო ბოლქვაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ელისო ბოლქვაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და მემორანდუმის ფარგლებში არსებულ პროექტებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.