ელისო ბოლქვაძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი არ შეიძლება, პოლიტპატიმრების თემაზე კიდევ შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს
ელისო ბოლქვაძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი არ შეიძლება, პოლიტპატიმრების თემაზე კიდევ შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი არ შეიძლება, პოლიტპატიმრების თემაზე კიდევ შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფ მხარეებს რაღაცების დათმობა მოუწევთ.

„ჯერა, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება და როცა შეთანხმების მაგიდასთან მიდის ორი მხარე, მათ მოუწევთ რაღაცების დათმობა. ზუსტად რა იქნება ეს დათმობა, ჯერ არავინ იცის. მე არ ვარ ჩართული პროცესებში, მაგრამ რადგან გაგრძელდება ეს რაუნდი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქვეყნის ინტერესები დადგება პირველ რიგში და პარტიები მოახერხებენ შეთანხმებას. რიგგარეშე არჩევნებზე ცალსახად ვფიქრობ, რომ საერთოდ არ შეიძლება ამაზე საუბარიც კი, პოლიტპატიმრების თემაზე კიდევ შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს და რაღაც კომპრომისები მოინახოს ალბათ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კითხვაზე, კრიზისის განმუხტვისთვის უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ნიკა მელია და გიორგი რურუა, ელისო ბოლქვაძემ უპასუხა: „ეს ჩემთვის რთული სათქმელია, მაგრამ მე ჩემს ინტუიციას გეუბნებით, ადამიანის რომელსაც მინდა, რომ ჩემი ქვეყანა კარგად იყოს, მოლაპარაკების ბოლოს როდესმე აუცილებლად  მივლენ იქამდე, რომ რაღაც დაითმოს. ალბათ, აიწონ-დაიწონება და რაღაც  პანელი დაიდება“.