ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა
ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა

ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, როგორც პიანისტი მეორედ მიწვეული „მონტე-კარლო პიანო მასტერის“ საერთშორისო ჟიურის წევრად.

„პრინც ალბერტი აგრძელებს პრინც რენიეს და გრას კელის კულტურულ ტრადიციებს მონაკოს სამეფოში. ახლახან პრინცმა შექმნა ფონდი ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშესაწყობად. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი ნორჩი ტალანტების ხელშეწყობის საკითხებს. შესაძლო მომავალი პროექტი დამუშავების პროცესშია. მისასალმებელი და სასიხარულოა, საქართველოს საპატიო კონსულის დავიდ რანდალის ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი