ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, არვილს აშერადენსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კულტურის სფეროში კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ლატვიის პარლამენტი კულტურის კომიტეტის მიერ ინიცირებულ სახელოვნებო განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ლატვიის სახელმწიფო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.