ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკასა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ახალი პროექტები; დავგეგმეთ ძალიან საინტერესო ღონისძიებები როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. მალე ვეწვევით გარდაბანს, სადაც ახალგახსნილ ფილიალს დავათვალიერებთ. გაღრმავდება ურთიერთობა ალიევის ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის სხვადასხვა პროექტებით “, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.