ელისეის სასახლე - ევროპული ერთიანობა როდესაც დისკომფორტი ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკს ემსგავსება, ეს ყალბი ამბავი საფრანგეთის მტრებმა გაავრცელეს
ელისეის სასახლე - ევროპული ერთიანობა როდესაც დისკომფორტი ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკს ემსგავსება, ეს ყალბი ამბავი საფრანგეთის მტრებმა გაავრცელეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტყუილი უწოდეს რუსულ მედიასაშუალებებსა და მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კიევში მატარებლით მიმავალ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს თითქოს მაგიდაზე ნარკოტიკული საშუალება ედოთ, რომლის დამალვასაც მაკრონი შეეცადა.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ ემანუელ მაკრონის წინ ქაღალდის ცხვირსახოცი დევს, რომელსაც ელისეის სასახლემ აღწერა გაუკეთა და მიუთითა, რომ „ეს არის ცხვირსახოცი ცხვირის მოსახოცად“, მეორე ფოტოზე კი, სადაც სამივე ლიდერი ერთად ჩანს, მითითებულია, რომ „ეს არის ევროპული ერთიანობა. მშვიდობის დასამყარებლად“.

„ევროპული ერთიანობა როდესაც დისკომფორტი ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკს ემსგავსება. ეს ყალბი ამბავი საფრანგეთის მტრებმა გაავრცელეს როგორც საზღვარგარეთ, ისე ქვეყანაში. უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე ასეთი მანიპულაციების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.