HBO-ს გვერდზე ელისაბედ მეორეზე გადაღებული ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა
HBO-ს გვერდზე ელისაბედ მეორეზე გადაღებული ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Queen of the World, პირველი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა.

ტრილერი HBO-ს გვერდზე გამოქვეყნდა. ფილმის პრემიერა არხზე პირველ ოქტომბერს შედგება.

გავრცელებული ინფორმაციით, სურათი მონარქის აქამდე უცნობ მხარეს გვიჩვენებს. დოკუმენტური მასალა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და ის დედოფლის პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გარდა, შვილებთან და შვილიშვილებთან მის დამოკიდებულებასაც ასახავს.

ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტს უკვე 66 წელია იკავებს.