გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს კორნუოლის საგრაფოში მდებარე ბოტანიკურ ბაღში, „ედემში“ უმასპინძლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
95 წლის მონარქის გარდა, მიღებას მისი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი მეუღლესთან, კამილასთან ერთად, ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია – უილიამი და ქეითი ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა გამართა დედოფალთან ჯო ბაიდენმა, რომელიც აშშ-ის რიგით მე-13 პრეზიდენტია ელისაბედ მეორეს 69-წლიანი მმართველობის პერიოდში.