ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს

13:05, 16.12.2018

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს.

„მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.

მსგავსი